LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა

ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. ნახატი 629 000 ფუნტად გაიყიდა. ”შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი 150 000 ფუნტი იყო.

აუქციონზე ასევე ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ფიროსმანის პორტრეტი) გაიყიდა. ის 75 000 ფუნტად შეიძინეს, თუმცა მყიდველის ვინაობა უცნობია.