საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს იმსახურებს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. განცხადების თანახმად, საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი ყველა პირობა შეასრულა.
ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს საკითხებთან ერთად და საქართველომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს ვიზალიბერალიზაცია.
