LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბეიმ სპეციალურად „ტრანსფორმერებისთვის“ შექმნილი Chevrolet Camaro წარმოადგინა

„ტრანსფორმერების“ რეჟისორმა, მაიკლ ბეიმ ფილმის მეხუთე ნაწილისთვის Chevrolet Camaro-ს ახალი ვერსია წარმოადგინა. სწორედ ამ ავტომობილად გარდაიქმნება ფილმის ერთ-ერთი გმირი – რობოტი ბამბლბი.

ბეიმ აღნიშნა, რომ ავტომობილს სპეციალურად ფილმისთვის კონცერნი General Motors ქმნის. დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან რეჟისორმა თავი შეიკავა.

 

Chevrolet Camaro-ს სტანდარტული ვერსია

764815d9a12a7dc9a1e4551f893006a5a4d6a3c7

შეგახსენებთ, რომ „ტრანსფორმერების“ მეხუთე ნაწილის პრემიერა აშშ-ში 2017 წლის 23 ივნისს გაიმართება.