6 ივნისს ნიუ-იორკში CFDA Fashion Awards-ის ცერემონია გაიმართა. ეს უკანასკნელი მოდის სამყაროს „ოსკარად“ ითვლება და წლის ყველაზე მოდურ ადამიანებს გამოარჩევს. წელს ღონისძიების წითელ ხალიჩაზე თითქმის ყველა ვარსკვლავი ბრწყინავდა. მათ შორის იყვნენ კრისტენ დანტსი, ოლივია უალდი, ირინა შეიკი, კარლი კლოსი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა, ჰაიდი კლუმი, ნაომი ქემბელი, ბიონსე, ქლერ დეინსი, სარა პაულსონი, ტილდა სუინტონი და სხვები..
ღონისძიების მთავარი ტრიუმფატორი ბიონსე გახდა, რომელმაც CFDA Fashion Awards-ის მთავარი პრიზი მიიღო. ქალის სამოსის საუკეთესო დიზაინერად მარკ ჯეიკობსი დასახელდა, მამაკაცის სამოსის შექმნისთვის კი პრიზი ტომ ბრაუნს გადაეცა.
