
„ჯეოსტარელი“ ნათია ქოროღლიშვილი „არ დაიდარდოს“ მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი. მის მიერ შესრულებული სიმღერა „შენი სიყვარული მქვია“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორისაა. ამ ამბავმა მომღერალი ძალიან გაახარა.
ნათია ქოროღლიშვილი:
„ჯეოსტარის“ შემდეგ ტელევიზიით ნაკლებად ვჩანვარ. დღემდე ხალხის სიყვარულით მოვდივარ და მათ იმდედად დავრჩი. რადიოში ტრიალებს ჩემი სიმღერები, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს რადიოჰოლდინგს. ასე რომ, როცა გავიგე, რომ ხალხის გადასაწყვეტია, ვინ გაიმარჯვებს ამ ნომინაციაში, ძალიან მომეწონა.
სიმღერა, რომლითაც„ოქროს ტალღაზე“ ვარ წარდგენილი, გოგი ცაბაძეს ეკუთვნის.ა რანჟირება „ფეისბუქზე“ გაცნობილმა ადამიანმა მჩუქა. ერთ დღეს გივი ლიჩელმა გამომიგზავნა ეს არანჟირება და
მთხოვა, სიმღერა ჩამეწერა. ძალიან გაუხარდა, როდესაც გადავწყვიტე მისი ჩაწერა. როგორც მეუბნებიან, სიმღერა პოპულარობით სარგებლობს.
ადრე „ოქროს ტალღაზე“ ჩემს მეგობრებს ვგულშემატკივრობდი, ახლა თავად მოვხვდი ამ კონკურსზე (იღიმის).
