LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიო ხუციშვილი: „მინდა, რაც შეიძლება მეტი სიმღერა ჩაიწეროს…“

Ardaidardo.Ge

გიო ხუციშვილის ერთდროულად ორი სიმღერა – „თბილისი“ და „ზღვა ღელავს“ არის წარდგენილი წლის სიმღერის კატეგორიაში „ოქროს ტალღაზე“. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ, ყოველდღიურად თითო ხმა მისცეთ საყვარელ შემსრულებელს და მის ამა თუ იმ სიმღერას.


რაც შეეხება გიოს, ის კონკურსის მოლოდინის თაობაზე გვესაუბრა.


გიო ხუციშვილი:

ჩემი ორი სიმღერაა წარდგენილი ნომინაციაში და ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა. „ზღვა ღელავს“ ყველას მანქანაში აქვს ჩართული, ხშირად მთხოვენ მის შესრულებას და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო და აღიარება, ხალხის სიყვარული. ქართველებს, ზოგადად, უჭირთ ხმის მიცემა, ხომ იცით, კომპიუტერთან მისვლა და ღილაკის დაჭერა (იცინის). თუმცა, ამ კონკურსზე მხოლოდ დადებითი აზრის ვარ. თავადაც დავაჯილდოვე შარშან ერთ-ერთ მონაწილე, „ფორტუნას“ სახელით. ახალგაზრდა მომღერლებისთვის ეს მნიშვნელოვანი კონკურსია, კარგია და წამახალისებელია. თავად კონკურსს და ნომინანტებს წარმატებას ვუსურვებ. მინდა, რაც შეიძლება მეტი სიმღერა ჩაიწეროს და გაახარონ ჩვენი მსმენელი.