
გადაცემას ”რადიო დუეტი” ტატო გაბელია ესტუმრა.
ვინ არის ტატო გაბელია? მოგვიყევით თქვენს შესახებ…
მე ვარ ტატო გაბელია, 52 წლის. თითქმის 30 წელია ვცხოვრობ საზღვარგარეთ, პროფესიით ვარ ჟურნალისტი და ვმღერი ქართულ სიმღერებს. ვცხოვრობდი აშშ-ში, ახლა ვცხოვრობ და პროფესიით ვმუშაობ ნიდერლანდებში. მუსიკალური განათლება არ მაქვს. სიმღერა ჩემი ჰობია. ბოლო ათი წელია ხშირად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა, ამ ქვეყნის გარეშე არ შემიძლია. ”არ დაიდარდოს” ინტერნეტის საშუალებით სულ ვუსმენ. რამდენიმე წლის წინ მე და ფანდურა ბექაურმა ჩავწერეთ დუეტი, რომელიც თქვენს ეთერში ჟღერს. სიმღერა ხალხმა ძალიან შეიყვარა და დიდი მადლობა ყველას ამისთვის, ნანა ცინცაძის ტექსტზეა ჩვენი დუეტი და მადლობა მასაც. სიმღერას ჰქვია ”გიჟი ქარისა”. დუეტის ჩაწერა ორივეს იდეა იყო, მე და ფანდურა ვმეგობრობთ.
ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე
სულ რამდენიმე დღეა რაც ჩაიწერა, დიდი მადლობა ცირა ბზიშვილს, რომელიც არის ტექსტის, მუსიკისა და არანჟირების ავტორი. ”ჩვენ სულ ვიქნებით” ეძღვნებათ კეთილ ადამიანებს, ცხოვრებისეული სიმღერაა. აგვისტოს ბოლომდე აქ ვიქნები, შემდეგ დავბრუნდები ამსტერდამში და საახალწლოდ ისევ ჩამოვალ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ბევრი და საინტერესო გეგმები მაქვს. ჩემი ახალი სიმღერის პრემიერა იყო გია ჯაჯანიძის შოუში, რომელიც ემიგრანტებზეა, სწორედ ამ სიმღერაზე დავიწყეთ კლიპის გადაღება.
ტატო გაბელია – ჩვენ სულ ვიქნებით
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
