გადაცემას ”რადიო დუეტი” ანრი ჯოხაძე და ნუცა შანშიაშვილი ესტუმრნენ.
ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ, საიდან გაჩნდა იდეა?
ნუცა: – კლიპი გადაიღო ანრიმ, ჩვეულებრივი ტიტაკინი ხარ თქო, ანრის ვეუბნეოდი. ის არის აუტანელი მორიელი, ა”რანჟიროვშიკი”, რეჟისორი, კომპოზიტორი, პოეტი, მომღერალი…
ანრი: – იდეა წამოვიდა ნუცასგან, ჯერ კიდევ ახალი ხმის პერიოდში სულ მეუბნეოდა დუეტი გავაკეთოთო. ერთ დღეს, ”ჯინო ფერედაისში”, ჯაკუზში ვიყავით ჩაყრილები და იქ მითხრა, დროზე გააკეთე სიმღერაო. დავბრუნდი სახლში და იმავე საღამოს დავწერე ”მაჩუქე ფრთები”. ჩემს შემთხვევაში მელოდია და ტექსტი ერთად მოდის ხოლმე.
ნუცა: – თავიდანვე ვიბრძოდი, წკეპლით დავსდევდი, რომ ჩაწერილიყო… ეს არის ჩვეულებრივი დრამა.
ანრი: – ყოველ დილას ჩემს საძინებელში ვხედავდი ნუცას, მესმოდა ანრი ადექი, ჩავწეროთ სიმღერა… ერთი-ორჯერ ვეჩხუბე კიდეც, მაცადე თქო. 10-12 დღე ინტენსიურად მაფეთქებდა. რაღაცნაირი
მუშაობის პროცესი იყო… აქ ერთმანეთი უნდა მოგვეძებნა. სიმღერა რომ მივიღეთ, მოგვინდა კლიპი. ამ დროს ნუცა ისეთი იდენფერენტული გახდა…
ნუცა: – ერთხელ მივედი, შევდივარ საძინებელში და რას ვხედავ, დიდი ყუთით, ”პონჩიკებთან” სძინავს. გადატრიალდა, გადმოტრიალდა…
ანრი: – კლიპი გადავიღეთ გრიბოედოვისა და მუსიკისა და დრამის თეატრებში. კლიპის ბოლოს უნდა ავფრენილიყავით ჰაერში. მტკივნეული იყო ეს აფრენა… გადავდეთ შემდეგისთვის და მუსიკისა და დრამის თეატრში ავფრინდით. ნუცა არის მკითხავი, ალქაჯი.
ნუცა: -პირველ დღეს, როდესაც უნდა ავფრენილიყავი, არ ავფრინდი, ინტუიცია მაქვს სასწაული. მე არ მტკენია, ვგრძნობდი რომ არ უნდა ავფრენილიყავი, ეს იმ დღეს არ უნდა მომხდარიყო.
ანრი: – ეს არის პირველი ვიდეოკლიპი, რომელიც ”იუთუბზე” 4k რეზოლუციით დაიდება. ”იუთუბზე” ვარ დარეგისტრირებული როგორც ოფიციალური არტისტი, მხოლოდ თქვენ იქნებით გამონაკლისები და არ განვაცხადებ საჩივარს, ვიდეორგოლის დადების უფლება ”არ დაიდარდოს” არხზეც მოხდება.
სამომავლო გეგმები?
ნუცა: – ნოემბრიდან ნიუ იორკში საკონცერტო ტური მაქვს დაგეგმილი, ძველ კომპოზიციებს ტრანსფორმაციებს გავუკეთებ. დავასრულე მამის, მოქანდაკის ჯემალ შანშიაშვილის სახლ მუზეუმი, პატარა საფრანგეთი გამომივიდა, ანრიმ დალოცა, იმღერა.
ანრი: – აგვისტოს ბოლოს, ბათუმში, ჩემი პირველი, გრანდიოზული სოლო კონცერტი გაიმართება და მსმენელს ვპირდები, რომ ჩემი კონცერტი არ ჩამოუვარდება უცხოეთიდან ჩამოსული მომღერლების გამოსვლებს, ვიქნები მე და მხოლოდ სამი დუეტი.
ანრი, ოქროს ტალრაზე მინდა გკითხო, წელს ხარ ჟიურის წევრი
ძალიან მაგარი წამოწყებაა, ვისურვებდი სადმე საკონცერტო ან თეატრალურ სივრცეში გადავიდეს. თუმცა მიმაჩნია, რომ რა დონეზეც კეთდება, ეს ძალიან კარგია, ამ დაჯილდოებას აკეთებს ამხელა რადიოჰოლდინგი, ეს მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ნომინანტებს, არ დაგიმალავთ და გეტყვით, ნაკლებობაა კარგი სიმღერების. მე ვფიქრობ, რომ ვიყავი ძალიან ობიექტური შეფასებისას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბევრი მეგობარი მონაწილეობს.
ანრი ჯოხაძე & ნუცა შანშიაშვილი – მაჩუქე ფრთები
გადაცემის ჩანაწერი
ანრი ჯოხაძე & ნუცა შანშიაშვილი – მაჩუქე ფრთები
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
