LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Toyota Corolla – უფრო ელეგანტური, ვიდრე ოდესმე

შთამაგონებელი სედანი, რომელიც მსოფლიო ბესთსელერია – ეს Toyota Corolla-ა, რომლის უახლესი მოდელი კიდევ უფრო მეტად პრესტიჟული და ელეგანტურია ვიდრე ოდესმე.

Corolla-ს დიზაინი ნებისმიერ ვითარებაში კარგად გამოიყურება. ინტერიერი კი განსაკუთრებით დიდი სივრცით გამოირჩევა. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები და ფართო სპექტრი მძლავრი და ეკონომიური ძრავებისა, ეს ყველაფერი განაპირობებს Corolla-ს შთამგონებელ არჩევანს.

განსაკუთრებით თვალშისაცემი Corolla-ს წინა ბამპერის ცხაურისა და ფარების დახვეწილი ფორმებია, რომლის მეშვეობითაც მანქანამ უფრო აგრესიული იერი შეიძინა. ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც – Corolla-ს ახალი მაჩვენებლების დაფა, განახლებული მულტიფუნქციური და მულტიმედიური დისპლეები და კიდევ უფრო დახვეწილი და კომფორტული სალონის დეტალები აქვს.

Corolla 1,8 ლიტრიანი ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი, რომლის სიმძლავრე 140 ცხენის ძალაა. 100 კილომეტრზე ეს მოდელი 6,4 ლიტრ საწვავს მოიხმარს. 100 კილომეტრ საათ სიჩქარემდე კი Corolla 10,2 წამში აჩქარდება.

Toyota Corolla თანამედროვე ავტომობილისთვის საჭირო უამრავი ოფციით არის აღჭურვილი. მისი მართვისას თქვენს განკარგულებაშია პარკირების წინა და უკანა სენსორები, უკანა ხედვის კამერა, 7 ინჩიანი მულტიმედიური მონიტორი, მულტიმედიური სისტემა Toyota Touch 2, USB დამაკავშირებელი და სხვა.

რაც შეეხება უსაფრთხოების სისტემებს, ეს მოდელი მუხრუჭის დამხმარე სისტემით, ექსტრემალური დამუხრუჭების სიგნალით, ავტომობილის სტაბილურობის კონტროლით, აღმართზე დაძვრის კონტროლით და მუხრუჭის ანტიბლოკირების სისტემით არის აღჭურვილი.

გადაცემის ჩანაწერი