გადაცემას ”ავტოსერვისი” ავტოექსპერტი, ძრავების სპეციალისტი შალვა კაპანაძე ესტუმრა.
გაგრილების სისტემების მწყობრში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს, რა იწვევს გამაგრილებელი სისტემის გადახურებას?
უკვე ხშირდება ძრავის დაზიანებები გადახურების გამო. მოიმატა გაზის რედუქტორის გაგრილების მილის გახევის გამო ძრავის გადახურების შემთხვევებმა. რედუქტორი ყველა თაობის სისტემას აქვს. გაზი, როგორც აირი ხშირად აცივებს იმ სისტემას, რომელიც არეგულრიებს წნევას, ანუ რედუქტორს. უეცრად ტრასაზე ავტომობილი ან გაწევას კარგავს, ან სულაც ჩერდება. მიზეზი არის შემდეგი: ის მილი, რომელიც რედუქტორს ათბობს, დაძველდა, გაიხეხა, ან დაიბზარა და გასკდა. ხშირად ღუმელიდან, ან დროსელიდან გაყავთ მილები. მსმენელებს მივმართავ, გადაამოწმონ მილები ხომ არ არის გამხმარი, დაზიანებული. ანტიფრიზის არასწორად ჩასხმისას, ან სულაც წყალზე სიარულისას, სისტემები იჭედება და შესაბამისად ხდება წყლის ტემპერატურის აწევა, ან ძრავის გადახურება.
მსმენელი: – მყავს “ოპელ ვექტრა” B. მინდა ბენზინის “დაჩიკზე” მოვაწყო გაზის მანომეტრი, თუ არის შესაძლებელი?
რეალობაში შესაძლებელია, მოწყობილობათა პანელზე რომ ჩანდეს… კარგი ელექტრიკოსი გჭირდებათ.
მსმენელი: – მყავს 2000 წელს გამოშვებული HONDA CRV. ცხელზე თუ ჩავაქრე, იქოქება მაშინვე, თუ გავა 2-3 წუთი აღარ იქოქება, სანამ სულ არ გაცივდება…
რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს… შესაძლოა ბენზინი იკარგებოდეს… უნდა მიხვიდეთ ხელოსანთან, რომელიც ”სპრისკისა” და ანთების პრობლემას მოაგვარებს.
მსმენელი: – “ოპელ ასტრა G” მყავს. 2000 წლის. 2.0 ძრავით. დილას არ იქოქება, 600-800 ბრუნზე ადის… როგორც კი დავაგორებ, მაშინვე იქოქება, ერთი ხელის წაკვრა უნდა..
თედო სანიკიძეს მიაკითხეთ, ავჭალაში. ან დაურეკეთ: 599 42 55 39.
მსმენელი: – მყავს 1998 წლის GOLF 3. 1.8 ძრავით. უქმნი სვლის “დაჩიკი” ფუჭდება ძალიან ხშირად.
პირველ რიგში ჰაერის ფილტრი შეცვალეთ, მეორე რიგში “საქშენი”.
გადაცემის ჩანაწერი
