LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW განსაკუთრებით მგრძნობიარეა გამაგრილებელი სისტემების მიმართ

გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი, ავტოექსპერტი სოსო პავლიაშვილი ესტუმრა.

შენ განსაკუთრებით კარგად BMW-სა და “მერსედესის” ძრავებში ერკვევი, ეს მიმართულება აირჩიე. BMW კი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გამაგრილებელი სისტემების მიმართ და ზაფხულში ეს თემა აქტუალურია. რატომ შეიძლება გადააჭარბოს წყლის ტემპერატურამ დასაშვებ ზღვარს და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?

პირველ რიგში გაგრილების სისტემას უნდა მივაქციოთ ყურადღება, დროთა განმავლობაში რეზინები, პლასტმასი შესაცვლელი ხდება. უნდა მოწესრიგდეს რადიატორი როგორც შიგნიდან, ისე გარედან.

მსმენელი: – მყავს ”მიცუბიში იო”.1998 წლის. როდესად უნდა დავძრა და D-ში გადმოვიტანო, უჭირს ძალიან, თან თეთრი ბოლო გამოაქვს…

ბოლი “კლაპნის სალნიკების” ბრალია, დიაგნოსტიკით დაიწყეთ, შემოწმება აუცილებელია.

მსმენელი:- მყავს BMW 525. ზეთს იკლებს ძალიან, კვამლი არ აქვს. 1000 კილომეტრზე 1.5-2 ლიტრამდე ვამატებ. 2000 წლიანია, ყველაფერი შეცვლილია…

უნდა ვნახო და დიაგნოზს დაგისვამთ. ვაშლიჯვარში, სარაჯიშვილის №24.

მსმენელი:- მყავს 2001 წლის ბმვ BMW. სიჩქარის აკრეფის დროს ავტომობილი ძიგძიგებს…

ადგილზე უნდა ინახოს, ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ”პლიტა”, “პოდ მოტორნი”, ან “პოდ კორობოჩნი” …

მსმენელი:- მყავს BMW 525. მაღალ ბრუნებზე წყალი ცხელდება. მილებსაც ბერავს…

ან თერმოსტატია გაჭედილი, ან პომპას ფრთები აქვს მომძვრალი. CO-ზე შეამოწმებინეთ…

მსმენელი:- მყავს ”ოპელ ვექტრა” 1.6 ეკოტეკის ძრავით. დილას, ცივზე როდესაც ვქოქავ, ბოლავს. ზეთსაც იკლებს…

”კოლიცოები” გექნებათ შესაცვლელი.

მსმენელი:- მყავს ”ჰონდა HR-V. დილას, როდესაც ვქოქავ, “პერებოი” აქვს, ძაგძაგებს და თუხთუხებს…  რას მირჩევთ?

პირველ რიგში დიაგნოსტიკა გააკეთეთ და კარგ ხელოსანს აჩვენეთ.

მსმენელი:- მყავს ”გოლფ 4”. ზეთის გამოცვლის შემდეგ 2000 კილომეტრში მინთებს წითელს, არადა ზეთს არ იკლებს…

სავარაუდოდ რაოდენობის მაჩვენებელი ურევს. დიაგნოსტიკა გააკეთეთ და მარტივად გაირკვევა.

მსმენელი:- მყავს BMW 325. 2.5 ძრავით. დილით, როდესაც დავქოქავ, ტახომეტრი თამაშობს, თუ გაზს მოვუმატებ, სწორდება…

ან დიაფრაგმაა დაზიანებული, ან მიმავალი ოთხი მილიდან რომელიმეა გახეული.

გადაცემის ჩანაწერი