თანამედროვე, სწრაფი და ნათელი – ასეთია ყველასთვის ნაცნობი Lada-ს ახალი თაობის ავტომობილი Lada Vesta. ამ სედანის სილუეტი ერთიან X-სებური კონცეფციით არის გადაწყვეტილი და ჰარმონიულად გამოიყურება.
ახალი კორპორატიული იდენტურობა Vesta-ს დეტალებში ადვილად იცნობა. კარგად გამოყოფილი შავი ფერის რადიატორის ცხაურით, წაგრძელებული კაპოტით, ოდნავ დახრილი აეროდინამიური სახურავით და გვერდით ოვალური ხაზების ორიგინალური გადაწყვეტით ეს მოდელი დინამიურ და ათლეტურ იერს იღებს.
ფერების პალიტრა კი Lada Vesta-ს ეფექტურ დიზაინს უსვამს ხაზს. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ასეთი ავტომობილი გზებზე შეუმჩნეველი არ დარჩება.
ვესტა 1,6 ლიტრიანი, 106-ს ცხენის ძალიანი ძრავით და 5 სიჩქარიანი მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებით არის აღჭურვილი. 100 კილომეტრზე კი ეს მოდელი საშუალოდ 6,6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.
Lada Vesta მულტიმედიური პაკეტითაც არის აღჭურვილი, რომელიც ექვს დინამიკიან აუდიო სისტემას, ნავიგაციას და მრავალფუნქციურ საჭეს მოიცავს.
ავტომობილში 7 ინჩიანი Touch-screen ეკრანიც არის დამონტაჟებული, რომლის მეშვეობითაც არამხოლოდ მულტიმედიური პარამეტრების მართვა შეგიძლიათ, არამედ სურათებისა და ვიდეოების ნახვაც. ავტომობილის მარტივად დასაპარკინგებლად კი ვესტას უკანა ხედვის კამერაც აქვს.
ასეთია უახლესი Lada Vesta, რომელიც ამ ბრენდის ძველი ავტომობილებისგან სრულიად განსხვავებული და ბევრად დახვეწილია. მისი ოფიციალური დილერი კი საქართველოში Global Motors Georgia.
გადაცემის ჩანაწერი
