LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერლოკ ჰოლმსმა უელსს ვერ უშველა (ვიდეო)

ბენედიკტ კემბერბეტჩი თავისუფლად იმუშავებდა ფან-მოძრაობის ლიდერად. მან სერიალ ”შერლოკის” გადამღები ჯგუფი აყარა და მისი ნიშნის მიცემისთანავე ყველამ ერთად უელსის ნაკრებს წარმატება უსურვეს.

ვიღებთ უელსიში და ბიჭებს წარმატებას ვუსურვებთ – უწერია პროდიუსერ სიუ ვერჩის ინგლისურ და უელსურ ენებზე. ტვიტს პაწკუნტელა ვიდეოც თან ახლავს.

თუმცა შერლოკები უელსელებს მაინც ვერ დაეხმარნენ. მათდა სამწუხაროდ, უელსის ნაკრები წუხელ რონალდოს პორტუგალიასთან ვერას გახდა და წააგო.