
ქრისტინა აგილერა ბათუმში გუშინწინ საღამოს ჩამოფრინდა. მომღერალი ბათუმს 40-კაციანი შემადგენლობით ეწვია, რომელშიც მისი ბენდის წევრები, მოცეკვავეები და ტექნიკური ჯგუფია გაერთიანებული. გუშინ საღამოს აგილერა, თავის თანმხლებ პირებთან ერთად, რესტორან „აჭარის ღვინის სახლს“ ესტუმრა, სადაც ქართული კერძები დააგემოვნა.
მოგვიანებით, აგილერას ერთ-ერთმა მოცეკვავემ, დომენიკ დომინგომ საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ უმღერეს ქართული სიმღერა „ვკეცე, ვკეცე…“ მოცეკვავემ დაწერა: „როცა ვახშამზე ისმენ საუკეთესო სერენედას, რაც კი აქამდე მოგისმენია… ეს ვიდეო ვერ წარმოაჩენს კარგგად ამ მამაკაცებს. იმ ოთახში უნდა ყოფილიყავით. მათი კოლექტიური ჰარმონიით წამოსული ვიბრაციები ჭეშმარიტად სულიერი გამოცდილება იყო. ისინი არავინ გაგვაცნო, ასე რომ, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ამქვეყნიდან არ იყვნენ…“
რადიო „ფორტუნამ“ გამოარკვია, ვინ უმღერა ქრისტინა აგილერას სერენადა – ეს გახლავთ ანსამბლი „ბათუმი“. მის ერთ-ერთ წარმომადგენელს, სულხან ჯაიანს ექსკლუზიურად დავუკავშირდით.
