LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა კახეთზე – ყველაზე კონტრასტული დუეტი

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” გია ნიკოლაძე და დავით არჩვაძე ესტუმრნენ.


როგორ ხართ, რა სიახლეები გაქვს…

გია: – დიდი მადლობა მოწვევისთვის, ვცდილობ, რაღაცნაირად ფორმაში ჩავდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესად მაქვს. ყველაფერი ჩემი პოემის გარშემო მოძრაობს, ”ქართ ზღაპარი ანი ბანი – აი ია”, ასე ჰქვია მას.

ეს ლექსი არის ნაკარნახები!

ნაკარნახევი ისეთი ძალის,

რომელიც თავის თავში შეიცავს

ერთობას: ცეცხლის, მიწის და წყალის!

და უცილობლივ კაცის და ქალის!…

ასე იწყება პოემა, სიმღერა ”დედამიწა” ამ პოემის რიმეიქია. ნაწილ-ნაწილ ვპოსტავ ხოლმე ”ფეისბუქზე”. 508 კუპლეტია. სარწმუნოებაზე მკითხე, მე ვარ მართლმადიდებელი, მართალი რწმენის მადიდებელი, მაგრამ ამავე დროს ვარ მაძიებელი, ყველამ ერთად უნდა ვიმსჯელოთ რანი ვართ…

ქვეყნად მრავალი წიგნია:

თორა, ყურანი, ბიბლია……

როდესაც დედა ღმერთდება

ყოველი წიგნი ერთდება!

ასე მთავრდება პოემა… ამაში ცუდი არაფერია.

დათო არჩვაძე: – დავიწყებ პირადიდან, ჩემი შვილებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, ტყუპები ხუთი თვის ხდებიან, ნიკოლოზი უკვე 2 წლისა და 4 თვის არის, თამარი კი 8 წლის. უცებ გავხდი ოთხი
შვილის მამა. ყველაზე ღირებული, რაც შეიძლება შექმნა ამ ცხოვრებაში, ეს არის შვილი. სიხარულის, პოზიტივის ელფერი ბოლო პერიოდში შექმნილ სიმღერებს განსაკუთრებით ეტყობა. მუსიკალური
თვალსაზრისით კი გეტყვით, რომ შეიძლება ერთი წელი გავიდეს და სიმღერა არ მოვიდეს, ხანდახან კი მუზების კორიანტელი დამატყდება ხოლმე თავს. მალე ჩავწერთ ”ქართული ხმების” კვარტეტი სიმღერას მამა პეტრეს ლექსზე და მიეძღვნება მთელი საქართველოს ემიგრანტებს. უამრავი გეგმა გვაქვს.


სად დათო არჩვაძე და სად ”ნიკოლ შოუ”, საიდან გაჩნდა თქვენი თანამშრომლობის იდეა?

დათო: – ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ჩემიანი და ჩემნაირია, ქართველი კაცის ეტალონია. მგონია, რომ ახლა თავიდან გავიცანი გია… მუზა მოვიდა, მივედი მასთან სახლში და მივუტანე სიმღერა, მან აქეთ დამახვედრა სიმღერა, გამოვიდა, რომ ბარტერული გაცვლა გავაკეთეთ.

გია: – დათუნა არის გენიოსი. განსხვავებულია, თვითონ ქმნის… მე და დათოს გვინდა საქართველოში ტურნე გავაკეთოთ. იცი როგორი სიმღერა დამიწერა? 52 წლის ასაკში ცოტა უხერხული სამღერი როა…

დათო: – დღეს რამდენიმე სიმღერა მოგიტანეთ, მათ შორის არის ოთარ რამიშვილის ლამაზი ქალი მაინც სხვისია, ამ სიმღერას ტრიო ”ჰანგები” ასრულებდა. ასევე, მოისმენთ”ქართული ხმების” კვარტეტის ახალ ნამუშევარს, დიდი ხანია მზად არის და ძლივს მოვაღწიე აქამდე. ნუნუ გაბუნიას სიმღერაა, თბილისზე. ჩვენი ტანდები პირველად 20 წლის წინ შედგა, ეს იყო ”რერო-რერა”. მაშინაც არანჟირების ავტორი ზაზა ხუბუკელაშვილი იყო და ზუსტად 20 წლის შემდეგ ისევ შევიკრიბეთ. ახლებური ვერსია თავად კომპოზიტორს ძალიან მოეწონა. ”ქართულმა ხმებმა” დავიწყეთ ძველი სიმღერების განახლება და ამ პროექტზეც ზაზა ხუბუკლაშვილთან ერთად ვმუშაობთ.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

გია: – ჩემი პოემის მიუზიკლი უნდა გავაკეთო. აგვისტოში გვინდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავმართოთ კონცერტები, ვეწვევით კახეთს, ბათუმს… მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორი კონტრასტული დუეტიც არის, ასეთივე საინტერესო კონცერტებს ვპირდებით მაყურებელს.


რომელი სიმღერაა შენი სავიზიტო ბარათი?

გია: – ”დედამიწა” რა თქმა უნდა.  ბედნიერება მაშინ არსებობს, როდესაც ყველა ბედნიერია.


ვისაუბროთ სიმღერაზე, რომელიც დღეს მოგვიტანეთ…

გია: – სანამ სიმღერაზე ვისაუბრებ, სხვა რამეს ვიტყვი. გონიოდან ჩამოვედი, ნერვები მაქვს ცუდ მდგონარეობაში, ღვიძლის წამლის ბრალია, ღვიძლი მომირჩინა, მაგრამ ასე ვარ, მიმტანს ვაწყენინე, ნასვამი ვიყავი, შვილო, ბოდიშს გიხდი, არ ვარ ეგეთი, ყველას ბოდიშს ვუხდი ვისაც ვაწყენინე. რაც შეეხება სიმღერას, ერთი წლის წინ ნანა ცინცაძემ მითხრა, რომ კახეთის გუბერნატორს უნდა, რომ სიმღერა დაწერო კახეთზეო. ნანამ ტექსტის მონახაზი მომცა. დავიწყე ფიქრი… არ გამოდის, მისამღერი ვერ მოვიფიქრე… ერთი წელი მოვანდომე… როგორც იქნა მისამღერს მივაგენი, გულით მივუდექი, რამდენჯერმე ჩავწერე… დათუნასთან რაღაცის გაკეთება ისედაც მინდოდა და ჩავწერეთ, ჩაიწერება სხვა ვერსიაც, ”ალილოსა” და ”ქართული ხმების” შესრულებით. სიმღერა არის კახეთზე. ვერ ჩაწერდი დათუნას გარეშე ამ სიმღერას.

დათო: – მე თვითონაც გამიკვირდა თავიდან, როგორ შეიძლებოდა გიას სტილს მოვრგებოდი. თუმცა, ბოლომდე გავითავისე. როდესაც ჩავწერეთ, ტემბრალურად აბსოლუტური კონტრასტი გამოვიდა. თავიდან პაროდიით დავიწყე სხვათაშორის და ჩანაწერი რომ მოვისმინე, მეგონა გია მღეროდა. არანჟირება ირაკლი მენთაშაშვილს ეკუთვნის. სიმღერას ჰქვია ”ახალი კახეთი”.

ნიკოლშოუ & დათო არჩვაძე – ახალი კახეთი 

AudioNIKOLSHOU&DATO ARCHVADZE – AXALI KAXETI

დათო არჩვაძე – ლამაზი ქალი

AudioDATO ARCHVADZE – LAMAZI QALI

ქართული ხმების კვარტეტი – მეორე ლეგენდა

AudioQARTULI XMEBIS KVARTETI – MEORE LEGENDA

გადაცემის ჩანაწერი

AudioDAMZADEBULI SAQARTVELOSHI – DATO ARCHVADZE DA GIA NIKOLADZE

ნიკოლშოუ & დათო არჩვაძე – ახალი კახეთი

ფოტოები