LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტს რასიზმში ადანაშაულებენ

კანიე უესტის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად მიზეზი მისი ახალი კოლექციის Yeezy Season 4 ჩვენებისთვის მოდელების შერჩევა გახდა. რეპერმა კასტინგზე მხოლოდ მულტირასული გარეგნობის გოგოები მიიწვია, შედეგად ის რასიზმში დაადანაშაულეს.

„მე-4 სეზონი. კასტინგი. მარტო მულტირასული გარგენობის მქონე მოდელები. არანაირი მაკიაჟი. გთხოვთ, მობრძანდეთ ისეთები, როგორებიც ხართ“, – წერია განცხადებაში, რომელიც „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა და რომელსაც მწვავე კომენტარები მოჰყვა, თუმცა რეპერს მათზე რეაგირება არ ჰქონია.