ლონდონში „ბრიჯიტ ჯონსი 3“-ის („ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი“) პრემიერა გაიმართა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს გადამღები ჯგუფი სრული შემადგენლობით ესტუმრა, მათ შორის, ბუნებრივია, იყვნენ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები: რენე ზელვეგერი, პატრიკ დემპსი, კოლინ ფერტი და სხვები.
სიუჟეტის მიხედვით, ბრიჯიტი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ მალე დედა გახდება, თუმცა მან არ იცის, ვინ არის ბავშვის მამა: მიმზიდველი მილიარდერი (პატრიკ დემპსი) თუ წარმატებული ადვოკატი (კოლინ ფერტი). სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოქმედებენ მთავარი პერსონაჟები.













