სერიალ „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ შემქმნელებმა მომდევნო, მეექვსე სეზონის თემა გაამჟღავნეს. „როანოკი“ – სწორედ ასე ერქმევა მომდევნო ნაწილს და სიუჟეტში „როანოკის“ ცნობილი კოლონიის ფრაგმენტებს შევხვდებით, რომელიც თანამედროვე ჩრდილოეთ კაროლინას ტერიტორიაზე მდებარეობდა. 1590 წელს იქ 117 ადამიანი გაქრა.
აღსანიშნავია, რომ ახალი სეზონის დასაწყისი დოკუმენტურ სტილშია გადაღებული და ის არცერთ წინა ეპიზოდს არ ჰგავს.
