LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელი ტურნეს შვილის გამო აღარ გამართავს

ბრიტანელი მომღერალი ადელი 10 წლით გასტროლებზე უარს შვილის გამო ამბობს. როგორც გამოცემა  The Sun წერს, შემსრულებელი სცენას ამჟამინდელი ტურნეს დასრულებისთანავე დატოვებს, რათა თავისუფალი დრო ვაჟიშვილს, ანჟელოს დაუთმოს.

„ადელს არ სურს, შვილის გაზრდის რომელიმე მომენტი გამოტოვოს. ახლა ანჟელო მას თან ჰყავს ტურნეში, თუმცა მომავალ წელს ის სკოლაში მიდის და ეს ვეღარ მოხერხდება. შესაბამისად, მომღერალს სურს, მასთან მეტი დრო გაატაროს“, – აცხადებს წყარო.