ფრანგი მსახიობები – ევა გრინი და ემანუელ სანიე რომან პოლანსკის ფილმში „დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე“ მონაწილეობას მიიღებენ.
ფსიქოლოგიურ თრილერზე პოლანსკი თავის კოლეგასთან, კანის კინოფესტივალის ლაურეატთან, ოლივიე ასაიასთან ერთად იმუშავებს. ფილმი ფრანგულენოვანი იქნება და მისი გადაღებები ნოემბერში პარიზში დაიწყება.
