მილანური მოდის კვირეულის მთავარი მოვლენა იტალიური დუეტის, Dolce&Gabbana-ს ჩვენება იყო. დიზაინერებმა 2017 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს. იტალიური პიცა, წვეულებები და რელიგია გახდა წელს პოპულარული მოდის სახლის ინსპირაცია. კოლექცია იმდენად ყვავილოვანი და ფერადია, რომ ის გულგრილს ვერ დაგტოვებთ. მასში არის ყველაფერი, რაც თქვენს გემოვნებას დააკმაყოფილებს: ულამაზესი ბლუზონები, ჰაეროვანი კაბები, მოსაცმელები, ჯინსის შარვლები, სანდლები და აქსესუარები. უბრალოდ ყველაფერი საოცარი გემოვნებით არის დაპრინტული და ზაფხულის ემოციას ქმნის.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენებას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
