LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობი უილიამსმა პეპლიანი შარვალი სცენაზე გაიხადა (ფოტო)

რობი უილიამსის ეპატაჟური გამოსვლა სცენაზე ქართველმა მაყურებელმა უკვე შეაფასა, ლონდონელი მსმენელი კი ამას, დიდი ხანია, შეჩვეულია. ამის მიუხედავად, რობის მორიგი გამოსვლა Apple Music Festival-ზე ლონდონში მაინც შოკისმომგვრელი გამოდგა.

42 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ჯერ თეთრი ფერის, პეპლებით დაპრინტულ შარვალსა და ზედაში გამოვიდა სცენაზე, სიმღერის შესრულებისას კი შარვალი გაიხადა და მაყურებლის წინაშე საცვლებით წარსდგა. გამოსვლა კი ტრადიცული ჟესტით დაასრულა და მაყურებელს უკანალი აჩვენა.