LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ჯგუფი ”გამა” ესტუმრა

Ardaidardo.Ge

როგორი განწყობა გაქვთ?

ჩვენ ვართ ფოლკლორული ჯგუფი, 12 სტუდიური ჩანაწერი გვაქვს ამ ეტაპისთვის, გვინდა ალბომის გამოშვებაც, თუმცა არ გვაქვს ფინანსური მხარდაჭერა. აუცილებლად ფოლკლორული სიმღერები შევა, 12 სიმღერიდან 10 სიმღერა საავტოროა, ჩვენებური სტილი გვაქვს. კლიპზეც ვფიქრობთ, გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა, სურვილი რა თქმა უნდა გვაქვს. ჩვენი რამდენიმე სიმღერა ”ფეისბუქზე” დევს.


რითი გამოირჩევით თქვენ სხვა ფოლკლორული ჯგუფებისგან?

ჩვენ თანამედროვე ფოლკლორი ავირჩიეთ, მსმენელს ბევრ საინტერესო ვერსიას შევთავაზებთ.


გაგვეცანით გამას წევრები…

მახო რეხვიაშვილი: ვარ ხმის რეჟისორი, ბანი და ვუკრავ ფანდურზე.

გიორგი გორელიშვილი: – 22 წლის ვარ. აქ ბიძამ მომიყვანა, ის ”გამას” პირველი ხმაა.

მათე მანგოშვილი: – მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მანამდე ვიყავი ანსამბლში ”ანანური”. ვარ პირველი ხმა და ვუკრავ ფანდურზე.

გოგი მიქელაძე: – ვუკრავ გარმონზე.

ხვიჩა დიდებაშვილი: – მეგობრებისგან გავიცანი ”გამას” წევრები.


რატომ დაარქვით ჯგუფს ”გამა”?

არ მიგვაჩნდა საჭიროდ რაიმე ფოლკლორული სახელი დაგვერქმია, თუმცა გამა მუსიკალური ტერმინია და ძალიან მოგვწონს.


რატომ არ გამოჩნდით რადიო სივრცეში ამ დრომდე?

ჩვენ მხოლოდ ხარისხიან პროდუქტს შევთავაზებთ მსმენელს. მართალია სტუდიური ჩანაწერები გვქონდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვახერხეთ.


ვინ არის მუსიკალური ხელმძღვანელი?

მახო: – რადგან ხმის რეჟისორი ვარ, ალბათ მე, თუმცა, ყველა თავის პარტიას თავად აკეთებს. ბიჭები სულ ერთად ვართ და არანჟირების კეთების დროსაც ყველას აზრის გათვალისწინება
ხდება.


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, როგორ წარმოგიდგენიათ ”გამა” თუნდაც ორი წლის შემდეგ?

მე მსმენელს პირობას ვაძლევ, რომ ორ წელიწადში სამი ალბომი უკვე გვექნება, მოვივლით ევროპას და ისევ აქ ვიქნებით სტუმრად.


ვის უსმენთ ყველაზე ხშირად, ვინ არის თქვენი მუსიკალური საზომი, თუ იძიებთ სიმღერებს სხვადასხვა კუთხეში?

ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, ჰამლეტ გონაშვილისგან იწყება ჩვენთვის ქართული ფოლკლორი. კრიტიკის არ გვეშინია, ჩვენ ძველს ახლებურად დავანახებთ საზოგადოებას, ასე უფრო სმენადია
დღეისათვის, ახალგაზრდებისთვისაც უფრო მისაღებია.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

”ქისტური” ქვია სიმღერას. თუშურ და ქისტურ მოტივებზეა აგებული. ლექსის ავტორია ალეკო ზაქაიძე, მელოდიის შექმნა გიორგი თანდილაშვილისგან დაიწყო და შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ. გიორგი ”გამას” ყოფილი წევრია. გვინდა მსმენელს სიამოვნება მივანიჭოთ.

ჯგ. გამა – ქისტური 

AudioGamaQisturi

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioDamzSaqGama

ჯგ. “გამა” – ზოგი ეგეთი ქალია. Live

ჯგ.”გამა”. Live


ჯგ.”გამა” – წყაროს თავზე. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge