დინამიკა და ექსპრესიული სტილი, ეს ახალი Mercedes Benz Glc coupe-ა. ეს მოდელი აერთიანებს კუპის დიზაინის ტიპიურ ელემენტებს და ჯიპის მოდელების სტილს.
Glc coupe-ს კონცეფციის პრეზენტაცია შანხაიში 2015 წელს გაიმართა. ერთი წლის შემდეგ კი დაპირება რეალობად იქცა. შოურუმიდან ავტომობილი სერიულ წარმოებაში ჩაეშვა.
სპორტული საჭის, 4 წამყვანი თვალით და 9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ძალისხმევით, კომფორტის უმაღლეს დონესთან ერთად GLC coupe ინარჩუნებს სპორტულ სისწრაფერს და მოქნილობას.
ავტომობილის ინტერიერი მისი ექსტერიერივით შესანიშნავია. აქ თანამედროვე სტილისა და კლასიკის ერთობლიობა იგრძნობა. 5 ადგილიანი დახვეწილი სალონი აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემით და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ასე რომ ამ მოდელში გაერთიანებულია ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს სტანდარტული GLC-დან – მაღალი ხარისხი, დახვეწილი ინტერიერი, კომფორტული მართვა და შემცირებული საწვავის ხარჯი, ამას კი ემატება სპორტული გარეგნობა და შესაძლებლობები.
ეს სიამოვნება, სერიული კომპლექტაციით, მერსედეს ბენცის ცენტრში € 44,900 დაგიჯდებათ.
გადაცემის ჩანაწერი
