LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლი ამბობს, რომ იყო დიაგნოსტიკაზე და შეცდომა არ ჩანს…

გადაცემას ”ავტოსერვისი” ავტოექსპერტი, დიაგნოსტიკის სპეციალიტი ილია გრიშაშვილი ესტუმრა.

– ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლი ამბობს, რომ იყო დიაგნოსტიკაზე და შეცდომა არ ჩანს…
თუ აპარატურა შეცდომას წერს, ეს უკვე ნახევარი საქმეა. კოდების გაშიფვრა კი ძალიან მარტივია, ”გუგლში” თავადაც შეგვიძლია მოვიძიოთ.
მსმენელი: – მყავს ”მერსედესი” 203. დილას 45 წამის განმავლობაში დეტონაცია აქვს,შემდეგ მთელი დღე კარგად მუშაობს.

თუკი ცივზეა პრობლემა, შესაძლოა გამათბობელი იყოს ხელით გადასამოწმებელი.

მსმენელი: – მყავს ”რენო კანგო”, დილას ცივზე თეთრად ბოლავს. დიაგნოსტიკაზე მითხრეს, რომ  “свечи накала” დაწერა. 20 დღეში 1.5 ლიტრი ზეთი დაიმატა.

რადგან ზეთს იკლებს, უნდა დაიწყოთ სარქველის ჩობალებით. ზამთარში კი ”პერებოიზე” დაიქოქება, რადგან გამათბობლებია დაზიანებული.

მსმენელი: – ”მინი კუპერთან” დაკავშირებით თუ დამეხმარებით, სად ვიშოვო ამორტიზატორები?

დაურეკეთ ზვიადს ნომერზე 595 99 99 98, ის აუცილებლად დაგაკვალიანებთ.

მსმენელი: – მყავს ”ტოიოტა ქემრი”. რომელი საწვავი სჭირდება?

პრემიუმი აუცილებლად.

მსმენელი: – მყავს ”ჰონდა ელემენტი”, წვავს 22 ლიტრს.

დიაგნოსტიკა სჭირდება. მიბრძანდით ზაზა მჭედლიშვილთან, ან კობასთან ”ჯორჯიან მოტორსში”, აგლაძის ქუჩაზე.

მსმენელი: – მყავს ”სუძუკი SX4 რა საწვავი სჭირდება? 2.0 ავტომატიკა.

პრემიუმი აუცილებლად და ზეთი ძრავში 5/30-ზე. უნდა დაწვას მაქსიმუმ 12 ლიტრი საწვავი.

გადაცემის ჩანაწერი