Porsche Cayenne S E-Hybrid აერთიანებს მართვის შეუზღუდავ შესაძლებლობებსა და ინოვაციებს.
Plug-in ჰიბრიდი საქართველოში 2016 წლის სექტემბერში შემოვიდა.
ელექტროძრავისა და შიგა წვის ძრავის ჯამური სიმძლავრე 416 ცხენიძალაა. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 590 ნიუტონმეტრია, 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კაიანი 5.9 წამში ახერხებს.
Cayenne -ის მაქსიმალური სიჩქარე 243 კილომეტრი საათშია.
როდესაც ამ ჰიბრიდს მართავთ, თქვენ მხოლოდ მძღოლი არ ხართ, რაღაც საერთო კონცეფციის ნაწილად იგრძნობთ თავს.
ამ ავტომობილის თითოეული დეტალი ემსახურება იმას, რომ საერთო შთაბეჭდილების დონე გაზარდოს.
5 ადგილიან ტყავის, მდიდრულად მოპირკეთებულ სალონში კომფორტული სავარძლები, მულტიფუნქციური საჭე და ყველა ის დეტალი დაგხვდებათ რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ.
აქვეა 8 სიჩქარიანი ტიპტონიკული გადაცემათა კოლოფი და მულტირული, რომელიც თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ მოირგოთ.
”პორშე ცენტრი თბილისში” ამ მოდელის ფასი 77 800 ევროდან იწყება.
გადაცემის ჩანაწერი
