
14 ოქტომბერს ლელა წურწუმიამ „ოტიუმში“ კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. მომღერლის თაყვანისმცემლები მისი ძველი ჰიტების მოსასმენად შეიკრიბნენ. შესრულდა ახალი სიმღერებიც.
მომღერალმა გადაწყვიტა მათთვის, ვინც ვერ მაოხერხა კონცერტზე დასწრება და როგორც კახა მამულაშვილი წერს, მსურველი საკმაოდ ბევრი იყო, 22 ნოემბერს, განმეორებითი კონცერტი გამართოს.
„ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ლელას კონცერტს დაესწარით, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ დაესწრო კონცერტს, რადგან ფიზიკურად ადგილები აღარ იყო, ამიტომ 22 ნოემბერს ღამე, შევხვდეთ ერთად გიორგობას, ისევ „ოტიუმში“. მადლობა იმ დადებითი ენერგიისთვის, რომლითაც იმ დღეს აგვავსეთ… გელოდებით!..“ – წერს კახა მამულაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
