LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილმა დიდი ხნის ოცნება აისრულა – „დიდი ხანია, უნდა დამემთავრებინა…“

Ardaidardo.Ge

ნოდიკო ტატიშვილი მალე რიგით მეორე ალბომს წარმოგვიდგენს. პრეზენტაცია ნოემბერში იგეგმება. აქვე ვნახავთ მის ახალ კლიპსაც. დეტალების შესახებ თავად მომღერალს ვკითხეთ.


ნოდიკო ტატიშვილი:

ეს დისკი დიდი ხანია, უნდა დამემთავრებინა. ახლა ვმუშაობ სამ სიმღერაზე, რომლებიც დისკში შევა. უკვე ჩავწერე მანუჩარ მანჯავიძის სიმღერა, მანანა გურგენიძის ლექსზე „ჩემი სახლი“, რომელიც ამ მელოდიისთვის შექმნა. ვაპირებ კლიპის გადაღებასაც, რომელსაც აქციის სახე ექნება. სიმღერაც განსხვავებულია და ვფიქრობ, კლიპიც საინტერესო გამოვა. „ჩემი სახლი“ „ბრავოში“ ჩავწერეთ, არანჟირება და მუსიკალური პროდიუსინგი ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ამ კვირაში ვწერ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერას, რომელსაც ასევე ბორიკოს არანჟირება ექნება.

გარდა ამისა, მე და სალომე ბაკურაძემ დიდი ხნის ოცნება ავისრულეთ. 2004 წლიდან მეგობრები ვართ, ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ, მისი შვილი მოვნათლე და ისე გამოვიდა, რომ დუეტი არ ჩაგვიწერია. კი შეგვისრულებია სხვადასხვა დუეტი, მაგრამ სპეციალურად ჩვენთვის დაწერილი – არა. ახლახან ლილიკო ნემსაძემ დაგვიწერა სიმღერა, მოარგო ჩვენს დუეტს და სწორედ მის ჩაწერას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში. ლამაზი ბალადა გამოვიდა.


ალბომი როდის გამოიცემა?

ნოემბერში. კლიპის პრემიერაც იქნება და ალბომის პრეზენტაციაც, მეც რამდენიმე სიმღერას შევასრულებ.

ნინო მურღულია