LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი და თაკო – პროექტის პირველი სიმღერის პრემიერა

Ardaidardo.Ge

გადაცემას „დამზადებულია საქართველოში“ გიორგი დათიაშვილი და თაკო მელიქიშვილი ესტუმრნენ.


თქვენი თანამშრომლობის იდეა ვის ეკუთვნის?

გიორგი: – გახარებული ვარ, ახალი პროექტი დავიწყეთ და კარგი განწყობა მაქვს. იდეა ორივეს გვეკუთვნის, ერთად რამდენიმე სიმღერა გვაქვს ჩაწერილი და გადავწყვიტეთ უფრო
სერიოზული სახე მიგვეცა როგორც შემოქმედებითად ისე კომერციულად. 12 სიმღერა შევა ახალ ალბომში, რა თქმა უნდა ყველა სიმღერას მე თავად ჩავწერ.

თაკო: – წინასწარ ვერ გეტვით რომელი ავტორების სიმღერები შევა. იდეა ორივეს გვეკუთვნის, რადგან ჩვენმა დუეტებმა დიდი პოპულარობა მოგვიტანა, სხვანაირად დაამახსოვრდა ხალხს,
მაგალითად „წითელი ბასანოშკები“.


რატომ აირჩიე მთავარ მედუეტედ გიორგი?

თაკო: – ყველა დუეტმა თავისი საქმე გააკეთა, თუმცა, ყველაზე მეტი ნახვა სწორედ გიორგისთან ჩაწერილ დუეტებს აქვს. „წითელი ბასანოშების“ რემიქსული ვარიანტიც კი გავაკეთეთ. გარდა
სიმღერისა, ჩვენ ვართ მეგობრები, თანამშრომლები და ალბათ ესეც დაგვეხმარა.


გიორგი, რა ჟანრის სიმღერები იქნება ახალ ალბომში?

ჩარჩო არ გვექნება, ჩვენი პირველი დუეტი ჩემთვის ახალი ჟანრია, მე ამ სტილში არ მიმღერია. თორმეტივე სიმღერა სხვადასხვა ჟანრისა და ხასიათის იქნება. 12 სიმბოლურია, ვგეგმავთ თვეში ერთი სიმღერა მზად გვქონდეს.

თაკო: – თითოეული სიმღერა გაფორმებული იქნება მოცეკვავეების მიერ, ისინი სატელევიოზიო პრემიერებსა და ვიდეორგოლებში მიიღებენ მონაწილეობას, საუბარია ცეკვის თეატრზე „სალხინო“.


სამომავლო გეგმები?

თაკო: – მხოლოდ ამ პროექტით ვარ დაკავებული. თუმცა შესაძლოა იყოს სოლო სიმღერებიც, ვფიქრობ რომ პროექტის განმავლობაში სხვა ადამიანებთან დუეტების ჩაწერა სწორი არ იქნება.

გიორგი: – რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სამომავლო გეგმაც. უკვე ვმუშაობთ ვიდეროგოლზეც, ჯერჯერობით მხოლოდ იდეების დონეზე, ვარჩევთ რეჟისორს და გვინდა ძალიან ლამაზი კლიპი
გადავიღოთ – „ფურცელზე“ უკვე ძალიან მოგვწონს. გვინდა ხარისხიანი პროდუქტი მივაწოდოთ მაყურებელსა და მსმენელს. მე პირადად დიდი ხანია ასეთი ხარისხიანი არაფერი გამიკეთებია.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

დიახ, ეს არის პროექტის პირველი სიმღერა. ნანა ცინცაძეა ტექსტი ავტორი. მინდა ხვიჩა მაღლაკელიძესა და გუჯა მარდალეიშვილს მადლობა გადავუხადოთ, რომლებმაც გიტარისა და ვიოლინოს პარტიები შეასრულეს. თაკო ვადაჭკორიამ კი ბექ-ვოკალში მიიღო მონაწილეობა. სიმღერის სახელწოდებაა „ბოშური“.

თაკო მელიქიშვილი & გიორგი დათიაშვილი – ბოშური


AudioTAKO MELIQISHVILI IORGI DATIASHVILI-BOSHURI

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiotakogio

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge