
გადაცემას ”რადიო დუეტი” თამუნა ალადაშვილი ესტუმრა.
როგორ ხარ?
ძალიან კარგად ვარ, გახარებული. მამიდა გავხდი და ამაღლებული განწყობა მაქვს.
ახალ სიმღერაზე გვესაუბრე, ვის ეძღვნება?
ეს არ არის ჩემი საავტორო სიმღერა, თუმცა, ჩემი ყველა საავტორო სიმღერა ნამდვილად ჩემს საყვარელ ადამიანს ეძღვნება. ახალი სიმღერის ტექსტი ნათია ფრანგიშვილს, მელოდია კი ეთო აზარაშვილს ეკუთვნის. როდესაც ეთომ მელოდია მომასმენინა, მითხრა, რომ იქნებ ტექსტი შენ დაწეროო, პირველი სიტყვა, რაც წამოვიდა ეს იყო ”წამოგყვებოდი”… პირველი სიტყვის ავტორი მე ვარ. გვინდა, რომ ვიდეორგოლიც გადავიღოთ. სიმღერას ჰქვია ”მოლოდინი”.
თსუ გორდელაში რა ხდება?
ორი კვირაა, რაც ისრაელიდან ჩამოვედით. ვიყავით ერთ-ერთი ფესტივალის სტუმრები და თსუ გორდელამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ღვთისმშობლის წყაროსთან გაიმართა ჩვენი გამოსვლა, სადაც დიდი ხანია ქართული სიმღერა არ გაჟღერებულა. ასევე, ესპანურ ფესტივალზე გრან-პრი ავიღეთ.
სამომავლო გეგმები?
იგეგმება სოლო კონცერტები საქართველოს მასშტაბით, თსუ გორდელაც ემზადება ახალი პროექტისთვის. ”გორდელა” 10 წლის ხდება და გრანდიოზული გამოსვლისთვისაც ვემზადებით.
როგორი იყო შენთვის 2016 წელი?
ძალიან აქტიური, სამი სიმღერა მოვიტანე. ვიყავი ”ოქროს ტალღის” ერთ-ერთი ნომინანტი. გადავიღე კლიპი სიმღერაზე ”მიყვარხარ”, დაიწერა ახალი სიმღერებიც. იგეგმება დისკისა და ჩანახატების გამოშვება. ასევე, შევა ჩემი რამოდენიმე ნახატიც – პრეზენტაცია 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
მთლიანობაში რამდენი სიმღერა გაქვს?
20-ზე მეტი სიმღერა მაქვს, თუმცა, ჩაწერილია 14. ძირითადად ვთანამშრომლობ ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიასთან. ძალიან ნიჭიერია და კომფორტულია მასთან მუშაობა. შეხება ბევრ ნიჭიერ ადამიანთან მქონია, თუმცა ზაზასთან ალბათ რაღაცამ დამაკავა.
როგორია შენი ყოველდღიურობა?
დღე იწყება ”გორდელათი”. 10:00 საათზე ვიწყებთ რეპეტიციას. შემდეგ მივდივარ ჩემს სტუდიაში, მყავს ანსამბლი ”თორდა” და მათთან ვმუშაობ. ასევე ვანო წიკლაურის ანსამბლ ”ხერთვისის” ბავშვებთან ვმუშაობ. პარალელურად ვარ სტუდია ”ჭინჭრაქაში”.
თამუნა ალადაშვილი – მოლოდინი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
