LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ძოწენიძე: რომ იყოს კარგი ანაზღაურება, ერთგან კი არა ხუთგან ვიმღერებდი სიამოვნებით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი”  ნინო ძოწენიძე ესტუმრა.


ახალი სიმღერა მოგვიტანე, სხვათა შორის, ვიდეორგოლი ძალიან მომეწონა.

არაპრეტენზიული, ცოტა სევდიანი გამოვიდა. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ სევდიანია. მიტოვებულ ქალებს მივუძვენი. ყველა ქალს ჰქონია ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ის მოუტოვებიათ, ან თავად მიუტოვებია. არასოდეს არ უნდა მოდუნდე, ჩემმა მეგობრებმა ითამაშეს კლიპში, არცერთი არ არის მსახიობი, არიან ქალები, თავისი პრობლემებით, ცხოვრებით… მინდოდა, ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ლამაზები არიან.


საიდან წამოვიდა ამ სიმღერის იდეა?

გარემოცვაში ბევრი ასეთი სიტუაციაა, ბევრი კარგი გოგოა მარტო. ერთხელაც, მეგობრები იყვნენ ჩემთან სახლში, დავჯექი პიანინოსთან და მოვიდა მელოდია. მინდოდა რაიმე ისეთის გაკეთება, რაც ხალხს შეუყვარდებოდა, ხალხს მოსწონებოდა და არა მხოლოდ მე. სიმღერას ჰქვია ”რა ვუყო გულს”. ძალიან მოვინდომე, რომ სწრაფად გაკეთებულიყო, კობა მესხიამ მალე აუღო ალღო რა მსურდა. ტექსტი და მუსიკა ჩემია, არანჟირება კი კობას ეკუთვნის. მარიკა ქურდობაძეა დიზაინერი, ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის, დედასავით მყავს. იდეები ერთად დავალაგეთ, გადავწყვიტეთ, რომ მეგობრები მყოლოდა კლიპში. მგონია, რომ სიმღერა გაჰიტდება. რამაზ გუნავამ გადაიღო კლიპი და მადლობა მას.


ახალი წლისთვის რას გეგმავ?

რამდენიმე ადგილიდან დამირეკეს, სად ვიქნები, ჯერ არვიცი, სადაც უკეთესი იქნება იმას ავირჩევ. 30 დეკემბერს ჩემი შვილის დაბადების დღეა და საქართველოდან ვერ წავალ, იმიტომ რომ შვილი ყველაზე მნიშვნელოვანია.


სადმე თუ მღერი საღამოობით, როგორია შენი ყოველდღიური საქმიანობა?

არსად არ ვმღერი სამწუხაროდ. როცა საღამოობით მღერი, ყელი სულ ფორმაში გაქვს. ალბათ ისიც არის, რომ ძალიან დაბალია ანაზღაურება. რომ იყოს კარგი ანაზღაურება, ერთგან კი არა ხუთგან ვიმღერებდი სიამოვნებით, იმიტომ რომ სიმღერა ჩემთვის ყველაფერია.


ვის აზრს ითვალისწინებ ხოლმე პირველ რიგში?

ჩემ გვერდით ბევრი კომპეტენტური ადამიანია, ვერ გევტყვით, რომ ასეთი ერთია.

ნინო ძოწენიძე – გულს რა ვუყო

AudioNINO DSOTSENIDZE – RA VUKO GULS


გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

Audioninodzowenidze

ნინო ძოწენიძე – რა ვუყო გულს

ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge