გადაცემას ”რადიო დუეტი” ბადრი ჯანაშვილი ნინო ახვერდაშვილთან ერთად ესტუმრა.
როგორ ხართ?
ბადრი: – დიდი სიხარულით მოვედი თქვენთან.
ნინო: – მიხარია თქვენთან ყოფნა, მივესალმები ყველას.
რამდენიმე თვეა თბილისში ხართ…
ბადრი: – დიახ, ხუთი თვეა აქ ვარ და აღარც მინდა წასვლა. კიდევ ერთი თვე აქ ვიქნები. მამაპაპური სახლ-კარი აღვადგინე, ისეთი სასიამოვნო გრძნობაა.
როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა?
ნინო: – დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობ. ეს იყო სასწაული… დავმეგობრდით და ახლა უკვე ერთი ოჯახი ვართ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და წამოვიდა იდეა, სიმღერა მეგობრობაზე
შეგვექმნა.
ბადრი: – ნინომ ყველა ჩემი მეგობრის გული დაიპყრო. ეს ჩვენი პირველი ნამუშევარი არ არის, ნინოს პირველი სიმღერა ”ერთი თბილისელი ვარ” უკვე ტრიალებს ”არ დაიდარდოს” ეთერში. სხვა სიმღერებიც აქვს ჩემთვის დაწერილი.
ნინო, ვიცი რომ მღერით…
დიახ, ჩემი და ფანდურას დუეტი ტრიალებს თქვენს ეთერში.
სად დამზადდა თქვენი ახალი სიმღერა?
სიმღერა კეთდებოდა სამი კვირის განმავლობაში. ზაზა ხუბუკელაშვილი ჩემი მეგობარია, მან მთელი სული და გული ჩადო ამ სიმღერაში. ძალიან მიყვარს მისი ნამუშევრები. ჩაიწერა მასთან, არანჟირების ავტორიც ზაზაა. ტექსტისა და მუსიკის ავტორი კი ნინო ახვერდაშვილია. მინდა კლიპიც გადავიღო. ”მეგობარო” – ასე ჰქვია ამ სიმღერას. გადაღებები საქართველოში იქნება. გეტყვით იმასაც, რომ 11 დეკემბერს ნინო ისრაელშია მიწვეული, სადაც ქალაქ ორიუტაში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართება. შესრულდება 15-მდე სიმღერა.
სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
ნინო: – მზადდება ახალი სიმღერა, რომელიც ემიგრანტებს ეძღვნება. სიმღერას მერაბ ბათაშვილი შეასრულებს და ჰქვია ”ფესვები”. 22-26 მარტს კი გაიმართება ”გეორგიადა”.
ბადრი: – ”გეორგიადა” ისრაელში ყოველ წელს იმართება, ფესტივალის ფორმა აქვს. საქართველოში კი პირველად ჩატარდება.
ბადრი ჯანაშვილი – მეგობარო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
