
ჯგუფმა „მგზავრებმა“ ახალი, რიგით მეექვსე ალბომი გამოსცეს, რომლის სახელწოდებაა „იასამანი“. ჯგუფი უკვე რამდენიმე კვირაა, რუსეთის უამრავ ქალაქში გასტროლებით იმყოფება. ფოტოებით, რომლებიც მათ ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე თუ ჯგუფის წევრების გვერდებზე ვრცელდება, ჩანს, რომ კონცერტები ანშლაგებით მიმდინარეობს, ცნობილია, რომ შოუების ბილეთები დიდი ხნით ადრე სრულად იყიდება. ქართული ჯგუფის კონცერტებს ათასობით მაყურებელი ესწრება და ისინი ქართულ დროშებს აფრიალებენ.
ანსამბლის ტურნესთან დაკავშირებით „მგზავრების“ სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ინტერვიუ გამოცემამ „The Wall“ ჩაწერა. როგორც სტატიის ავტორი წერს: „16 ნოემბერს ქართული ჯგუფის „მგზავრები“ ახალი ალბომი „იასამანი“ გამოიცა. ჯგუფი 10 წელია, რაც არსებობს და ახარებს მსმენელს სულიერებით სავსე სიმღერებით, რომლებიც სამ ენაზე სრულდება, ძირითადად, ქართულად, ზოგჯერ რუსულად და უკრაინულად. იხილეთ სრულად (ფოტოები)
