LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქუჩის ბიჭები” ”ელარჯში” იმღერებენ

Ardaidardo.Ge

ხვალ, 3 დეკემბერს რესტორან ”ელარჯში” ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” იმღერებენ.

”ელარჯი” პრემიუმ კლასის რესტორანია, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა აქვთ, მათ შორის საქსაფონი და ვიოლინო. გარდა ამისა, გამოდიან ქართული ფოლკლურული ცეკვების შემსრულებლები. ამ ყველაფრის ნახვა და მოსმენა სტუმრებს საღამოს 19:00-დან 24:00 საათამდე შეუძლიათ. ამასთან, რესტორანი მომხმარებელს შემსრულებლებთან დაკავშირებით მუდმივად სთავაზობს სიახლეებს.

”ელარჯი” თბილისთან ახლოს, ნატახტარში მდებარეობს.


რესტორანი ”ელარჯი” მომხმარებელს სოფლის ნატურალური პროდუქციით დამზადებულ კერძებს სთავაზობს. ყურადღება ძირითადად მეგრულ სამზარეულოზეა გამახვილებული, თუმცა მენიუ საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეების კერძებსაც მოიცავს.