LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ, 11-წლიანი მეგობრობის თავზე, პირველი დუეტი ჩაწერეს

Ardaidardo.Ge

ნოდიკო ტატიშვილმა და სალომე ბაკურაძემ, როგორც იქნა, დიდი ხნის ჩანაფიქრი აასრულეს და 11-წლიანი მეგობრობის თავზე, პირველი დუეტი ჩაწერეს. „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ „ბრავო რექორდსში“ ჩაწერეს, მელოდია ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ლექსის ავტორი ირინა სანიკიძეა, მუსიკალური პროდიუსინგი კი ბორიკო შხიანის გახლავთ.


ნოდიკო ტატიშვილი:

ჩემი და სალომეს მეგობრობა 2005 წელს დაიწყო და უკვე 11 წელია, მეგობრები ვართ. იმდენად ერთმანეთის ოჯახის წევრები გავხდით, იმდენად
უახლოესი მეგობრები ვართ, რომ ეს ყველაფერი დანათესავებით დაგვირგვინდა და სალომეს შვილის, სანტის ნათლია გავხდი!..

მთელი ჩვენი მეგობრობის პერიოდში სულ ვწუხდით და ვწუწუნებდით, რომ დუეტი არ გვქონდა და ეს ყველაფერი მოვახერხეთ ამდენი წლის შემდეგ. ლილიკომ დაგვიწერა, როგორც სჩვევია, ძალიან ლამაზი მელოდია, რომელზეც ლექსი ირინა სანიკიძემ შექმნა და საბოლოო სახე ბორიკო შხიანმა მისცა, რომელსაც ეკუთვნის მუსიკალური პროდიუსინგი.

მე და სალო ძალიან ბედნიერები ვართ, რომ როგორც იქნა, გვაქვს დუეტი, რომელიც ჩავწერეთ და პრემიერას მსმენელი მალე მოსიმენს რადიო და ტელეეთერში, ასევე ვგეგმავთ იანვარში ვიდეოს გადაღებას და ვიდეოსაც მალე იხილავს გულშემატკივარი.

ნინო მურღულია

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge
Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge