სტუდია Walt Disney-მ იმ ფილმების რეიტინგი შეადგინა, რომელსაც 2017 წელს ყველაზე მეტად ელოდებიან. მონაცემები გაყიდული ელექტრონული ბილეთების რაოდენობის მიხედვით შედგა.
პირველ ადგილზე „ვარსკვლავური ომების“ მერვე ნაწილი გავიდა, მეორეზე „გალაქტიკის მცველები 2“, მესამეზე კი „ურჩხული და მზეთუნახავი“. საუკეთესო ათეულის დანარჩენ ადგილებზე მოხვდნენ:
- „ქალი-საოცრება“
- „ადამიანი-ობობა: სახლში დაბრუნება“
- „სამართლიანობის ლიგა“
- „ფორსაჟი 8“
- „ორმოცდაათი ელფერით მუქი“
- „ლოგანი“
- „საზიზღარი მე – 3“
