LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის საუკეთესო მობილური აპლიკაციები (დაიჯესტი)

ანალიტიკურმა კომპანიამ Nielsen გამოაქვეყნა რეიტინგი, სადაც ყველაზე პოპულარული აპლიკაციებია თავმოყრილი. ტოპ 10 საუკეთესო აპლიკაცია მათი წლიური ჩამოტვირთვებისა და შეფასებების რეიტინგის მიხედვით შეირჩა. როგორც აღმოჩნდა, iOS, Android, Windows Phone-სა და BlackBerry OS-ის მარკეტებში უპირობო ლიდერი სოციალური ქსელების განყოფილებაა.

არაა გასაკვირი, რომ მოწინავე ადგილებს Facebook-ისა და Google-ის საავტორო აპლიკაციები იკავებს, შესაბამისად ლიდერ 5-ულში მოხვდა პოპულარული სოციალური ქსელის აპლიკაცია, ასევე მესენჯერი, Google-ის რუკები, Google Search-ი და YouTube-ი.

პირველ ადგილზე სოციალური ქსელის – Facebook-ის აპლიკაციაა.