ალბათ მკითხველის უმეტესობას არ სმენია ბილ გეიტსისა და მისი ცოლის, მელინდას საქველმოქმედო პროექტების შესახებ. ინტერნეტში მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უხვად მოიძებნება. როგორც ჩანს, საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც ამერიკული კორპორაციის მფლობელი და მისი მეუღლე ხელმძღვანელობენ, აქტიურად მუშაობს შიდსის დამარცხებაზე.
აღსანიშნავია, რომ ფონდთან აქტიურად თანამშრობლობს უამრავი გავლენიანი პირი, მათ შორის უორენ ბაფეტი, რომელმაც გეიტსების საქველმოქმედო ინციატივას არც მეტი, არც ნაკლები 37 მილიონი აშშ დოლარი შესწირა.
ამ ეტაპზე ორგანიზაცია მუშაობს სპეციალური ტექნოლოგიური იმპლანტის შექმნაზე, რომელიც, სხეულში განთავსების შემთხვევაში, აივ ინფექციის (ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსის) პროგრესირებას შეზღუდავს.
2016 წელს უკვე წარმატებით დასრულდა – აივ 1 ტიპის ვირუსით ინფიცირებული თაგვის განკურნება ამ ვერაგი ინფექციისგან, რომელიც პროგრესირების შემთხვევაში შიდსს იწვევს.
ადამიანების ორგანიზმზე ცდები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, თუმცა ბილმა და მელინდა გეითსებმა 140 მლნ. დოლარის ინვესტირებით, კომპანია Intarcia Therapeutics-თან ერთად, კომპიუტერული ბიო-იმპლანტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.
პროექტის მიზანია ისეთი დაპროგრამებული იმპლანტის შექმნა, რომელიც კანქვეშ განთავსების შემდეგ, ორგანიზმს საჭირო პრეპარატებით ატომატურად მოამარაგებს.
