LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის ჯანეტ ჯექსონი დედა პირველად გახდა

3 იანვარს ჯანეტ ჯექსონი და მისი მეუღლე, ვისამ ალ-მანა მშობლები გახდნენ. ქვეყანას მათი ვაჟი მოევლინა, რომელსაც ისა ალ-მანა დაარქვეს. ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა. მისი თქმით, ჯანეტიც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში ჯექსონმა მოულოდნელად გადადო თავისი ტურნე Unbreakable World და თაყვანისმცემლებს განუცხადა, რომ ოჯახზე ორიენტირება სურს. მაისში ცნობილი გახდა მისი ფეხმძიმობის შესახებ, თუმცა თავად ჯანეტმა ეს ინფორმაცია ოქტომბერში დაადასტურა.

მომღერალი და ყატარელი მილიარდერი, რომელიც მასზე რვა წლით უმცროსია, 2012 წელს დაქორწინდნენ. ჯექსონისთვის ეს მესამე ქორწინებაა.