LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიო ნინა აგდალთან დასვენების დროს პაპარაცებს ემალება (ფოტოები)

ბევრი კოლეგის მსგავსად, საახალწლოდ ლეონარდო დიკაპრიომ ოკეანის სანაპიროს მიაშურა. ოსკაროსანი ვარსკვლავი მეგობარ გოგოსთან, ნინა აგდალთან და მეგობრებთან ერთად მექსიკას ესტუმრა. მსახიობი ცდილობდა, პაპარაცებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ამიტომ ამისთვის სხვადასხვა გზებს მიმართა.

2016 წელი ლეონარდოსთვის ტრიუმფალური გახდა – მან მიიღო თავისი პირველი „ოსკარი“, თუმცა ამის შემდეგ კარიერაში მან შესვენება აიღო, შესაბამისად, წლევანდელ ნომინანტებს შორის მის სახელს ვერ დავინახავთ.