
ანრი ჯოხაძემ დასთან, მაგდა ჯოხაძესთან ერთად ათენში კონცერტი გამართა. და-ძმა ჯოხაძეები საბერძნეთში ათენის კულტურის ცენტრმა „კავკასია“ მიიწვია. კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო და სოცქსელში კმაყოფილებას ვერ მალავდნენ. თავად მომღერლებიც კმაყოფილი არიან ჩატარებული ღონისძიებით.
მაგდა ჯოხაძემ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ათენის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს შესანიშნავი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამ ბოლო დროს ანრი ჯოხაძე არცთუ იშვითად დადის კონცერტებით საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტებისთვის.




