გადაცემას ”რადიო დუეტი” სოფო ბედია ესტუმრა.
როგორი იყო შენთვის 2016 წელი?
არასოდეს არ ვსაუბრობ ხოლმე წარსულ წლებზე ცუდად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ბევრი კარგი, ბევრი ცუდი. 2016 წელი კარიერულად ძალიან დატვირთული იყო, იყო გასტროლები, ბევრი საარჩევნო კონცერტი. მინდა, 2017 წელს ბევრი ახალი სიმღერა ჩავწერო, გავაკეთო ალბომი. ჩემთვის პირადად დაწერილი 7-8 სოლო სიმღერა და 5 დუეტი მაქვს. ვმუშაობ ბევრ სიმღერაზე. მინდა პირველ დისკში მხოლოდ ნარჩევი და კარგი სიმღერები შევიდეს. მხიარული სიმღერები არ მაქვს, სულ სევდიანი სიმღერები მაქვს. ემოციური ადამიანი ვარ და ჩემს ბუნებასთან სევდა ახლოს არის. ახლა მინდა მხიარულება. მე თავად ვერ ვწერ სიმღერებს, არადა ძალიან მინდა ვიყო ავტორ-შემსრულებელი…
როგორ შეხვდი 2017 წელს?
სცენაზე, გავხსენი საახალწლო კონცერტი, მინდა მერიის კულტურის სამსახურსა და ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ვიღებდი მონაწილეობას. შემდეგ კი რამდენიმე
რესტორანში ვიმღერე.
ბედობის გჯერა?
ვცდილობ ყველასთან თბილ დამოკიდებულებაში ვიყო, სულ ვიღიმი. კონფლიქტური არ ვარ, თუ რაღაც არ მომწონს, ჩემს მეგობარს აუცილებლად ვეტტყვი, თუკი არ არის ჩემი მეგობარი, ვცდილობ გავეცალო, მაგრამ თუ შევასკდი მტრისას…
რას გვეტყვი ნიკუშაზე?
ის მიჩვეულია, რომ არცერთ ახალ წელს სახლში არ ვარ. ასეთია ხელოვანი ადამიანების ცხოვრება. შვილს რა თქმა უნდა სჭირდება დედა, მისთვის დღესასწაულია როდესაც მხედავს. არ ვზრდი ისე, რომ რაიმეთი სხვა ბავშვებისგან განსხვავდებოდეს. სამწუხაროდ, არ აქვს სმენა, მთავარია იყოს თავმდაბალი, წესიერი ადამიანი, ვაჟკაცი, თუ არ იმღერებს არაუშავს.
სამომავლო გეგმები როგორია?
რაც მინდა, რომ ახდეს 2017 წელს, ჩემთვის დავიტოვებ. მინდა რომ ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს.
ვისაუბროთ სიმღერაზე, რომელიც მოგვიტანე…
გოგი ცაბაძის ”ჩემი თბილისის საღამო” მოვიტანე დღეს, ლევან ჭუპაპრიაა ლექსის ავტორი. რაც შეეხება არანჟირებას, გარდა იმისა, რომ არის საოცრად ნიჭიერი, მიყვარს ძალიან, ვგიჟდები მასზე. ჩაიწერა ცირას სტუდიაში. მინდა ”არ დაიდარდოს” პირდაპირი ეთერიდან ვუთხრა ცირას, მადლობა რომ არსებობ, ბევრ ადამიანს ანებივრებ შენი სიმღერებით და არანჟირებებით. მალე კიდევ ერთ ახალ სიმღერას მიგიტანთ, რომლის ავტორიც არის ცირა და ვმღერი ტატო გიდერძიშვილთან დუეტში.
სოფო ბედია – ჩემი თბილისის საღამო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
სოფო ბედია – ცოტა კიდევ მოითმინე გულო. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
