LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Fortuner 2017 – ყველგანმავალი, რომელიც აძლიერებს ემოციებს

თამამი დიზაინი, რომელიც აერთიანებს სილამაზესა და ფუნქციურობას ასეთია toyota Fortuner 2017.

მოწინავე ერგონომიკა, ინტუიციური ოპერაცია, დახვეწილი თვისებები ყველა თქვენგანს თავს შეგაყვარებთ, მით უმეტეს რომ ამ ყველაფერს ტოიოტას დიდი გამოცდილება და სანდოობა უდგას უკან.

Toyota Fortuner 2017 აძლიერებს თქვენს ემოციებს.

მათე მოტორსის ცენტრში 2.4 ლიტრი მოცულობის ტურბო დიზელის ძრავით აღჭურვილი Toyota Fortuner დაგხვდებათ, რომელიც 150 ცხენისძალას გამოიმუშავებს.

ფორტუნერში შეხვდებით 6 სიჩქარიან ტიპტრონიკულ გადაცემათა კოლოფს, რომელიც თქვენ მართვისას სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ახალი ფორტუნერი, რა თქმა უნდა, სრული ამძრაობით იწარმოება, თუმცა 4×4 სისტემის ჩართვა და გამორთვა ერთი ღილაკის მეშვეობითაა შესაძლებელი, რაც საშუალებას გაძლევთ ქალაქის პირობებში საწვავის მოხმარება შეამციროთ.

საჭიროების შემთხვევაში კი ”ფორტუნერი” სამაგალითო ყველგანმავალია.

ეს კონკრეტული მოდელი 100 კილომეტრზე საშუალოდ 7.5 ლიტრ დიზელს მოიხმარს.

გადაცემის ჩანაწერი