LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჩემი გამოსვლა არის ბგერებით გადმოცემული სულის ტკივილი”

Ardaidardo.Ge

”ნიჭიერის დღიურებს” თამარ ყველაშვილი ესტუმრა.


როგორ განწყობაზე ხართ?

ამ ეტაპზე ყველაზე ბედნიერი მგონია ჩემი თავი, საოცარი განცდაა, მგონია, რომ სიზმარში ვარ.


რატომ გადაწყვიტეთ ”ნიჭიერში” მონაწილეობის მიღება?

არასოდეს მიფიქრია, რომ რაიმე პროექტში გამოვსულიყავი, იმიტომ, რომ არ მეგონა თუ რაიმე განსაკუთრებული შემეძლო. დამჭირდა დახმარება ჩემს შვილთან დაკავშირებით, მქონდა და მაქვს კრიზისული პერიოდი და სწორედ ამან მიბიძგა მივსულიყავი ქასთინგზე. რჩევა ვკითხე რამოდენიმე ადამიანს და მოიწონეს ჩემი გადაწყვეტილება. დათუნა არის სამ წლინახევრის, ის
ჩემი სტიმულია და ყველაფერი მისი დამსახურებაა. ახლა ის ვერ უყურებს ნიჭიერს, ჯერ არ შეუძლია აღიქვას, თუმცა წლების შემდეგ, როდესაც კარგად გახდება, ის ნახავს და იამაყებს ჩემით.


”ნიჭიერამდე რას საქმიანობდით?

20 წლის წინ, რამდენიმე წლის განმავლობაში ტაძარში ვგალობდი, გარდა ამისა, მხოლოდ სამეგობრო წრეში თუ ვიმღერებდი. ბოლო წლებში კი ნამდვილად არ მემღერებოდა, სხვაგან არსად მიმღერია.


თუ გყავთ ფავორიტი?

ნახევარფინალში ჩემი ფავორიტი იყო ბავშვთა გუნდი და მეგონა, რომ ისინი გახდებოდნენ საზოგადოების რჩეულები…


როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

მუსიკალურ პროექტებში ვერ მივიღებ მონაწილეობას, რადგან არ ვთლი ჩემს თავს ისეთ მუსიკოსად, რომ თავი კიდევ ერთხელ გამოვცადო. ჩემი მიზანი იყო დათუნა, აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი დედა ბევრია, რომლებმაც მითხრეს, რომ მე მათ სტიმული მივეცი, გააგრძელონ ბრძოლა თავიანთი შვილების ჯანმრთელობისთვის. ჩემი გამოსვლა არის ბგერებით გადმოცემული სულის ტკივილი, ჩემს ემოციას გადმოსცემს ჩემი ნამღერი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioNichieri.Tamar Yvelashvili.mp3

 

თამარ ყველაშვილი – მაღლა და მაღლა. Live

ვიდეო

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge