LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არ ველოდი, რომ ვერ გადავიდოდი”

Ardaidardo.Ge

”ნიჭიერის დღიურებს” თაკო ესებუა ესტუმრა. თაკო წარმოშობით სენაკიდან არის, ჰყავს 8 წლის ბიჭი საბა. თაკო პროექტს გამოეთიშა, თუმცა ის ჩვენი სტუმარია და უკეთ გავიცნობთ.


თაკო ფინალში ვერ გადახვედი… როგორ ფიქრობ, რისი ბრალია?

ცოტა განვიცდი ამ ყველაფერს, არ ველოდი რომ ვერ გადავიდოდი, მაგრამ არაუშავს. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩემი მაქსიმუმი, თუმცა ხალხისგან მხარდაჭერა ნაკლები იყო.


შენ თუ გულშემატკივრობ რომელიმე კონკურსანტს?

ყველას, იმიტომ რომ ვიცი როგორი რთულია იდგე სცენაზე და შეასრულო ის, რაც გიყვარს.


თაკო, მოდი უკეთ გავაცნოთ თავი საზოგადოებას…

ვარ 25 წლის, ვცხოვრობ თბილისში, ქირით, დავამთავრე კონსერვატორია, ორი წელია საერთოდ არ მიმღერია, არანორმალურად ვარ სიმღერაზე შეყვარებული. არც პედაგოგთან მივლია,
იცით, რომ ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. სულ ვცდილობდი, როგორმე გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. იდეა ჩემი სამეგობროსგან წამოვიდა და არც ვნანობ, რომ ეს გავაკეთე.


რა შეგმატა ნიჭიერმა?

ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული. იმედი მაქვს, რომ რამე გამოჩნდება, ვერ ვიარსებებ სიმღერის გარეშე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

AudioNichieri. Tako Esebua

 

ვიდეო

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge