რადიო ”არ დაიდარდოს” ”ნიჭიერის დღიურებს” ილუზიონისტი, ჟიურის რჩეული ლაშა გელაშვილი ესტმუმრა.
როგორ ხარ?
ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, მაქვს დადებითი მოლოდინი და ძალიან ბედნიერი ვარ.
რატომ მიხვედი ნიჭიერში?
ძალიან ბევრმა შემომთავაზა გავსულიყავი ნიჭიერში, თუმცა მივიჩნევდი, რომ არ ვიყავი სცენაზე გასვლისთვის მზად და იმისთვის, რომ ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა. ”ნიჭიერში” მეგობრების, ოჯახის წევრებისა და ახლობელი ადამიანების დაჟინებული თხოვნით მივედი. საკმაოდ ბევრი ფოკუსი დამიგროვდა, მაქვს გამორჩეულად საყვარელი ფოკუსებიც. დიდი მადლობა ყველას გულკშემატკივრობისთვის.
ღელავდი?
პირველ ტურში უფრო არ მინერვიულია და გაცილებით თავისუფლად ვგრძობდი თავს, ვიდრე ლაივზე, ბევრად ემოციური გამოსვლა იყო…
როდის მიხვდი, რომ ფოკუსების კეთება შეგეძლო?
დაახლოებით ხუთი წელია, რაც ფოკუსებს ვაკეთებ, ახლა 22 წლის ვარ. ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, ფოკუსიც შემიძლია ამას შევადარო… პირველად
ინტერნეტში ვნახე ვიდეოგაკვეთილი, როგორ უნდა გაგვეკეთებინა ფოკუსი. ბიძგი იყო ჩემი ძმა, რომლის გაოცებაც მინდოდა, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ”დამცინა” და სწორედ მაშინ გადავწყვიტე მაქსიმალურად კარგად მესწავლა.
ჟიურის რჩეული გახდი, ელოდი?
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ველოდი. ძალიან ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, ძლიერი ნახევარფინალი იყო და რთული იყო იმის განსაზღვრა, ვინ დატოვებდა კონკურსს. თუმცა პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და ძალიან მიხარია, რომ ფინალში გადავედი.
ვის გულშემატკივრობ?
მე პატარა ნიკოლოზს ვგულშემატკივრობდი და ძალიან მინდოდა ფინალში მოხვედრილიყო.
შენი სამომავლო გეგმები როგორია?
ჩემი ძირითადი მიზანი იყო ის, რომ ჰობი გამხდარიყო პროფესია. დიდი მოლოდინი მაქვს პროექტისგან. ფინალში რომ ვარ, ეს დიდი წარმატებაა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო
ფოტოები
