”ნიჭიერის დღიურებს” მარიამ ურუშაძე მამასთან, დედასთან და პატარა ძამიკოსთან ერთად ესტუმრა. მარიამი 8 წლის არის და ის ”ნიჭიერში” ლანჩხუთიდან ჩამოვიდა.
როგორი განწყობა გაქვთ და რატომ გადაწყვიტეთ მარიამი გამოსულიყო ”ნიჭიერში”?
შაკო: – ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, მადლობა, რომ მოგვიწვიეთ. მარიამის წინაპრები კარგად მღეროდნენ, ჩვენს ოჯახში ყოველთვის ისმის გემოვნებიანი მუსიკა. მაშინ, როდესაც მარიამი მუცელში იყო, ”უსმენდა” კლასიკურ მუსიკას და ქართულ ფოლკლორს. ამ წუთისთვის ლანჩხუთში ვხელმძღვანელობ მუსიკალურ ჯგუფს, თუმცა ისევე როგორც ჩემი ოჯახის წევრების უმრავლესობა, ვარ ექიმი. ”ნიჭიერში” გამოსვლა მარიამმა თავად გადაწყვიტა, ძალიან გვთხოვა, რომ სურდა გამოსულიყო პროექტში, ჩვენი დამოკიდებულება გამოგიტყდებით, ძალიან ფრთხილი იყო, მაგრამ მარიამის გულისთქმას მივყევით.
მარიამი: – სიმღერის გარდა, ძალიან ბევრი პროფესია მომწონს, მინდა ვიყო მეცნიერი, ასტრონომი და მოჭადრაკე.
ელოდით ფინალში გადასვლას?
მარიამი: – არ ველოდი, რომ გადავიდოდი, ძალიან დავიბენი, როდესაც ფინალისტი გავხდი და ძალიან გამიხარდა.
შაკო: – ისეთი გახარებულია, რომ ემოციებს ვერ გამოხატავს.
ვის გულშემატკივრობ ”ნიჭიერში”?
მარიამი: – ყველას. ლექსო ზაზაშვილზე ძალიან დამწყდა გული, რომელმაც დატოვა პროექტი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მარიამ ურუშაძე – საქართველო ლამაზო. Live
მარიამ ურუშაძე – სულიკო. Live
ვიდეო კოლაჟი
ვიდეო
ფოტოები
