გადაცემას ”რადიო დუეტი” გოგიტა გოგიძე ესტუმრა.
მოგვიყევი შენს შესახებ, არ იყავი საქართველოში…
სახალწლოდ მე, გიო ხუციშვილი და მანანა თოდაძე ამსტერდამში ვიყავით, ქართული კულტურის ცენტრის მიწვევით ქართულ დიასპორასთან გვქონდა შეხვედრა-კონცერტი. დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. ძალიან ბევრი ქართველი დაესწრო. სამი დღე ვიყავი, თუმცა ძალიან დატვირთული დღეები იყო.
დღეს ჩვენი ერთობლივი სიმღერა უნდა წარვადგინოთ…
მინდოდა ეს სიმღერა ლუბა უსპენსკაიასთან ერთად მემღერა, მაგრამ რადგან მასთან ვერ ვიმღერე, შენთან ჩავწერე… ტექსტი და მელოდია ჩემია და შევეცადე ყოფილიყო დადებითი ემოციების მატარებელი სიმღერა. სადაც სევდა და ტირილი იყო საჭირო, ის კუპლეტი შენ დაგითმე. ”ჩაგეხუტები” – ასე ჰქვია სიმღერას. ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში.
შენ გჯერა ჰოროსკოპების, თუ გაქვს რაიმე სქემა, როგორ იწყებ დღეს…
ასე ვერ დაგეგმავ დღეს, ყოველი დღე ძალიან დატვირთულია, ბევრი საქმე მაქვს, ბავშვების ანსამბლშიც ვმუშაობ, ვაკეთებ მონტაჟსაც. მთავარია, რომ არ გეცალოს, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. მიუხედვადა იმისა, რომ არ გვცალია, ერთმანეთს მაინც უნდა მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ. დადგა დრო და ჟამი, რომ ერთმანეთს ჩავეხუტოთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თაკო მელიქიშვილი & გოგიტა გოგიძე – ჩაგეხუტები
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
