LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემას ”რადიო დუეტი” თორნიკე ტატიშვილი ესტუმრა

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”რადიო დუეტი” თორნიკე ტატიშვილი ესტუმრა.


როგორ ხარ?

2017 წელი ძალიან წარმატებულად დაიწყო, ორ თვეში ორი ვიდეო რგოლი გადავიღე, ორივე მათგანი უკვე გავრცელდა ინტერნეტსივრცეში. გავაკეთე რამდენიმე ახალი სიმღერა. მე თავად ვარ რეჟისორიც, კლიპმეიკერიც, მონტაჟსაც თავად ვაკეთებ. მგონია, რომ შენს საქმეს შენზე უკეთ ვერავინ გააკეთებს. ბავშვობიდან მქონდა ინტერესი, ნელ-ნელა ამ საქმეს უკეთ დავეუფლები. შემოქმედებით წვაში ვარ. პროფესიით ეკონომისტი ვარ.


საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვს?

12-13 სიმღერა მაქვს. ძირითადად ზურაბ ჩინჩალაძესთან ვთანამშრომლობ, სწორედ მისი სიმღერით გამიცნო ”არ დაიდარდოს” მსმენელმა. ”უკანასკნელი შეხვედრა” ჩავწერე. ძირითადად
ტექსტებსაც და მელოდიასაც მე თვითონ ვწერ, თუმცა ტექსტი უფრო მიადვილდება.


სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

9 თებერვალს მივფრინავ ისრაელში, ძალიან გახარებული ვარ ამ ფაქტით. ”საქართველო-ისრაელი” რომ ჩავწერე, გაჩნდა იდეა წავსულიყავი და ქართველი ემიგრანტებისთვის რამდენიმე საღამო ჩამეტარებინა. ამ სიმღერაზე ისრაელში კლიპსაც გადავიღებ, რომელშიც საქართველოსთვის და ისრაელისთვის საკმაოდ ცნობილი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. ეს ჩემი პირველი ვიზიტია ისრაელში. დაწყებული მაქვს ორ ახალ სიმღერაზე მუშაობა, ერთ-ერთი მათგანია ზურაბ ჩინჩალაძის ”დედა”, რომლის რიმეიქსაც ვამზადებ და ასევე ქუთაისზე მზადდება ახალი სიმღერა. ვცდილობ მაქსიმალურად გამოვჩნდე, როგორც რადიო ეთერით, ისე ტელე ეთერით.


ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

ოჯახის წევრები, მათზე ახლობელი არავინ არის და მხოლოდ კარგს მირჩევენ, შემდეგ მეგობრები და ბოლოს რა თქმა უნდა მსმენელი.


ახალ სიმღერაზე ვისაუბროთ…

ტექსტის ავტორი მე ვარ, მუსიკა კი ცნობილი მელოდიაა. სიმღერის სახელწოდებაა ”საქართველო-ისრაელი”.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

Audiotornike tatishvili

თორნიკე ტატიშვილი – საქართველო – ისრაელი 

AudioTORNIKE TATISHVILI – SAQARTVELO-ISRAELI

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge