LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 მარტს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება

Ardaidardo.Ge

10 მარტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ნინო ქათამაძეს უმასპინძლებს. ჯერჯერობით მუსიკოსი არ საუბრობს იმაზე, კონკრეტულად რა აქვს დაგეგმილი ამ დღეს. როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა, კონცერტამდე თვეზე მეტია დარჩენილი და ჯერ კიდევ მოფიქრების პროცესშია. სამაგიეროდ, რეპერტუარი ცნობილია, ძველი, მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალი კომპოზიციები ახალი ალბომიდან.

როგორც ნინო ქათამაძე ამბობს, მისთვის ფილარმონიის დარბაზის სცენა განსაკუთრებულია, რადგან მასთან ბევრი მოგონება აკავშირებს – „საქართველოში საღამოს მოწყობა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან აქ ფანტასტიკური გარემოა მუსიკისთვის“, აღნიშნავს მომღერალი.